რა არის უფასო ფსონი და რა სარგებლობას ხედავენ ბუქმეიკერები მისით (2021 წლის განახლება)

Artyom Ustinov
ბუკმეიკერები იყენებენ სხვა მარკეტინგულ ინსტრუმენტს, რათა მოიზიდოს ახალი მოთამაშეები, “უფასო ფსონი” კი ერთ-ერთი იმათგანია. გაიგეთ ამ სტატიიდან რა სახის ინსტრუმენტი არის იგი, როგორ გამოიყენოთ სწორად და როგორ ღებულობენ მისგან სარგებელს ბუკმეიკერები და მოთამაშეები.

უფასო ფსონი არის იმ ფულის ჯამური რაოდენობა, რომელსაც ბუკმეიკერი აძლევს მოთამაშეს, რათა მან შეძლოს ფსონის გაკეთება. მოთამაშის უპირატესობა არის ის, რომ, წარუმატებლობის შემთხვევაში, ის არაფერს არ კარგავს. თუმცა, თუ მოთამაშემ მოიგო, მოგებული თანხა მასთან რჩება, ხოლო თავისუფალი ბონუსი ისევ ბუკმეიკერს უბრუნდება. მეორეს მხრივ, ბუკმეიკერი სარგებელი ახალი მოთამაშის მოზიდვის გარდა არის ის პირობები, რომელზეც ის სთავაზობს მოთამაშეებს უფასო ბონუსს.

როგორ მუშაობს უფასო ფსონები?

უფასო ფსონი არ არის რეალური ფული და მხოლოდ ფსონის დასადებად გამოიყენება, მაგალითად, თანხობრივი ბონუსისგან განსხვავებით.

ვთქვათ, მოთამაშე იღებს 40$-ის ოდენობის უფასო ფსონს. ის დებს სპორტულ ღონისძიებაზე, რომლის კოეფიციენტიც არის, მაგალითად 2,5. თუ ფსონი წარმატებულია, მოთამაშე იგებს 60$-ს: (2,5*40)-40=60.

ამგვარად, მოგების თანხა იგივეა თითქოს მოთამაშე დებს საკუთარ ფულს, თუმცა მეორეს მხრივ, ის არანაირ რისკს არ იღებს საკუთარ თავზე. თუმცა, არსებობს გარკვეული ტიპის პრობლემებიც.


რა პირობებს შეიძლება აკმაყოფილებდეს უფასო ფსონები?

ბონუსის მისაღებად, მოთამაშეს ხშირად უწევს განაცხადის შევსება. სანაცვლოდ, ბუკმეიკერმა შესაძლოა მოითხოვოს დარეგისტრირება, აუცილებელი ინფორმაციის მითითება, გარკვეული თანხის ანგარიშზე შეტანა და ა.შ.
ასევე, ბონუსის განაღდების მიზნით, ზოგჯერ ფსონის დადება უნდა განხორციელდეს ბუკმეიკერის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. მაგალითად, ბუკმეიკერმა შესაძლოა მოითხოვოს, რომ ფსონის მოცულობა არ უნდა იყოს გარკვეულ თანხაზე ნაკლები ან უნდა იყოს დაკავშირებული კონკრეტულ კოეფიციენტთან, სპორტთან ან ღინისძიებასთან. პირობები დგინდება უშუალოდ ბუკმეიკერის მიერ, ამიტომ მათი ტიპი ძირეულად მოქმედებს მოთამაშის არჩევანზე.

მოდით, ვისაუბროთ უფასო ფსონის მიღების შესაძლო პირობებზე. ვთქვათ, მოთამაშემ უნდა გააკეთოს 10$-ის ოდენობის დეპოზიტი, რათა შეძლოს უფასო ბონუსის მიღება. თუმცა, მის გამოყენების მიზნით, მან უნდა გააკეთოს კიდევ 5 სახის ფსონი, 2.8 კოეფიციენტით. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ის წააგებს 140$-ს, მიუხედავად იმისა, რომ მას თავდაპირველად უფასოდ უნდოდა ფსონის გაკეთება. თუმცა, შედეგის მიუხედავად, უფასო ფსონმა უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია და მოიზიდა კლიენტი.

ამიტომაც არის ასეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეებისთვის და ბუკმეიკერებისთვის, რომ მიაქციონ ყურადღება უფასო ფსონების წესებს, რადგან ბუკმეიკერის ერთჯერადი სარგებელი საბოლოოდ შესაძლოა გადაიქცეს მოთამაშის ზარალად.
უფასო ფსონისგან მიღებული ფულის განაღდებაც ცალკე სალაპარაკო საკითხია. თქვენ შეგიძლიათ თანხის განაღდება მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ ყველა პირობა იქნება დაკმაყოფილებული. თუ მოთამაშე ეცდება ფულის განაღდებას პირობების შესრულებამდე, ბონუსი გაუქმდება.
ბონუსების პირობებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ღონისძიებებზე, რომლებზეც ისინი არიან დაკავშირებული.


რამდენი ტიპის უფასო ფსონი არსებობს?

ზოგადად, მოთამაშეებს უფასო ფსონებს შემდეგ შემთხვევებში სთავაზობენ:

  • ვებ-გვერდის რეგისტრაციის დროს
  • ანგარიშის პირველად შევსების დროს
  • კონკრეტულ პერიოდში ერთხელ (კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ, ა.შ.)
  • როდესაც ჩატარდება კონკრეტული ღონისძიება
  • როდესაც პირველი ფსონი გაკეთდება მობილური აპლიკაციის მეშვეობით

არსებობს სხვა ვარიანტებიც: ბუკმეიკერი თავად გადაწყვეტს როდის გასცეს უფასო ფსონი.


უფასო ფსონის უპირატესობები

ზოგადად, შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი უპირატესობები:

  • მოთამაშისთვის:

    • ურისკო ფსონის დადება
    • შესაძლებლობა შეაფასოს ფსონის დადების შესაძლებლობები სხვა ბუკმეიკერთან
    • ახალი ფსონის დადების სტრატეგიის გამოცდა
    • დამატებით, გაზრდილი კონკურენციის პირობებში, ბუკმეიკერები ბონუსების დაკრედიტების უფრო გულუხვ პირობებს სთავაზობენ.
  • ბუკმეიკერისთვის:

    • ახალი მოთამაშეების მოზიდვის შესაძლებლობა
    • ძველი მოთამაშეების შენარჩუნების შესაძლებლობა

SoftGamings sports betting 2018 trends

2021 წლის განახლება

2021 წელს უფასო ფსონები ყველაზე მაღალრეიტინგული ბუქმეიკერული ტრენდია. თუმცა, ბეთინგის სამყარო ცვალებადია, და ახალი ტრენდები ჩნდება.

მაგალითად, არსებობს ასეთი პრომო, რომელსაც ქვია „Request a Bet”. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფსონის დამდებს შეუძლია აირჩიოს საკუთარი ბაზრები და დაუკავშირდეს ბუქმეიკერს სოციალური ქსელების ან სხვა გზის მეშვეობით, რათა გაიღოს კოეფიციენტები და დადოს ფსონები.

კიდევ ერთი მზარდი ტრედი არის Social Betting / Challenges. ამ შემთხვევაში სპორტული ვებგვერდები იწვევენ თავიანთ მკითხველებს, რათა მიაღწიონ კონკრეტული სპორტული ბეთინგის მიზანს. მისი წარმართვა უბრალოდ მეგობართა ჯგუფს შორის არის შესაძლებელი.

ზოგადად, ახალი ტრენდები მოიცავს მეტ სოციალურ მედიას, მაშინ როდესაც ძველი ტრენდები მოთამაშეებს საშუალებას აძლევენ მიიღონ უფასო ბონუსები.


თუ გადაწყვეტთ უფასო ფსონების გამოყენებას, დაიმახსოვრეთ რა სახის ნიუანსების მატარებელია ეს მარკეტინგული ინსტრუმენტი.

Artyom Ustinov

Artyom არის White Label & Turnkey Solutions- ის ხელმძღვანელი და 10 წელზე მეტია მუშაობს კომპლექსურ B2B / B2C გაყიდვებში, ასევე iGaming– ის ბიზნესის განვითარებასა და მენეჯმენტ კონსულტაციებში.

ძირითადი ანგარიშის მენეჯმენტის გუნდთან ერთად, ის100-მდე დამწყებ და გამოცდილ სათამაშო კომპანიას დაეხმარა SoftGamings– ით პროექტების წამოწყებაში.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები & სტატიები

როგორ შევქმნათ ონლაინ ბუქმეიკერული კანტორა?

როგორ მუშაობს ონლაინ ტოტალიზატორის ოფისი? როგორ შეუძლია მას ლიცენზიის მიღება? პროგრამა, გადახდის სისტემები და სპორტული ხაზები. ხშირად დასმული კითხვები ბუქმეიკერული კანტორის შესახებ.

2023 წლის ყველაზე პოპულარული კაზინოს პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელები

შეიტყვეთ ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ 2023 წლის ყველაზე პოპულარული კაზინოს დეველოპერების შესახებ, რა ხდის მათ დიდებულებს და როგორ შეგიძლიათ მარტივად მოაწყოთ ისინი თქვენს კაზინოს პლატფორმაში.

White Label კაზინოს გადაწყვეტები: ონლაინ კაზინოს ბიზნესის წამოწყების საუკეთესო გზა

White Label კაზინოს გადაწყვეტამ წარმოადგინა საუკეთესო გზა, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ მცირე ხარჯიანი კაზინოს ბიზნესის წამოწყებას ყველა ფუნქციონალითა და სერვისით.