დამოუკიდებელი ბაზრის მკვლევარი ჯგუფის, Technavio-ზე დაყრდნობით, 2021 წლისათვის აზარტული თამაშების ბაზრის ღირებულება 80 მილიარდი ევრო გახდება. 2017 წლის მდგომარეობით, ევროპის ზოგიერთ ნაწილში სრულად არის წარმოდგენილი, მაგრამ ეს ყოველთვის ასე როდი იყო.
1990-იანი წლების დასაწყისი, აღმოსავლეთ ევროპაში აზარტული თამაშების ინდუსტრიის აღორძინების წლებად მიიჩნევა. საბჭოთა კავშირის დაშლით და შემდგომ, კომუნისტურ რეჟიმზე უარის თქმით შესაძლებელი გახდა აღმოსავლეთის ბაზარზე არსებული სიცარიელის შევსება, რამაც გაააქტიურა ახალი გზები განუვითარებელი ინფრასტრუქტურის აღსადგენად ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი და ბულგარეთი.
დამტკიცებულ იქნა უცხოური დაფინანსებაც, რამაც ოფლაინ სამორინეს ინფრასტრუქტურის ევოლუციური მომავალი შეცვალა, იმდენად რამდენადაც თამაშის ინტენსივობა იზრდებოდა, როგორც ოფლაინ ისე ონლაინ სექტორებში, განსაკუთრებით პოლონეთში, ბელორუსიაში, ბულგარეთსა და რუმინეთში.
ამ პოსტში, ცენ ვისაუბრებთ უშუალოდ ლიცენზიის მიღებაზე და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ სამართლებრივ პრინციპებზე, ასევე, აზარტული თამაშების ბიზნესში არსებულ მიმდინარე სამართლებრივ ინციციატივებზე.
ჩვენ შევაგროვეთ საინფორმაციო სახელმძღვანელოები, რაც ითვალისწინებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამართლებრივ მიმოხილვასა და აზარტული თამაშების კანონებს, რომლებიც მართვენ აღმოსავლეთის ბლოკს.
2019 წლის განახლება
გემბლინგის რეგულატორებმა, ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში, დაამატეს ახალი კანონები გასულ წელს მაშინ, როდესაც ზოგიერთი რეგულაცია ჯერ კიდევ დამტკიცების სტადიაზე იმყოფება. ლატვიის გემბლინგის საზედამხედველო ინსპექციამ (IAUI) განახორციელა არალეგალური გემბლინგ ვებგვერდების დახურვის ოპერაციები. ქვეყნის შიგნით მომუშავე ვებგვერდები, რომლებსაც არ ექნებათ შესაბამისი გემბლინგ ლიცენზია, მოხვდებიან შავ სიაში; ეს სია კი 1500-ზე მეტ დომეინს უკვე შეიცავს.
ლიტვის პარლამენტმა ერთხმად შეიმუშავა ახალი გემბლინგ რეგულაციები, რომლებიც კაზინოს ოპერატორების გაცილებით მაღალ კონტროლს ითვალისწინებს. ქვეყნის შიგნით არსებული ყველა სათამაშო აპარატი უნდა იყოს დაკავშირებული ცენტრალიზებულ ელექტრონულ საკონტროლო სისტემასთან. ეს უზრუნველყოფს სლოტის აპარატებზე განხორციელებული ქმედებების მაღალ კონტროლს, მონაცემთა დაცვას, და ბუღალტრული აღრიცხვის გამჭირვალობას. ახალი სისტემა სავალდებულო გახდება 2021 წლის 21 ნოემბრიდან.
პოლონეთის ახალი გემბლინგ რეგულაციები ძალაში მიმდინარე წლის 18 იანვრიდან შედის ძალაში. ახალი წესები შეეხება მხოლოდ ზოგიერთ სადოკუმენტაციო პროცედურას. პოლონეთმა შავ სიაში ასევე დაამატა 5400-ზე მეტი ვებგვერდი, რომლებსაც სათანადო ლიცენზია არ გააჩნდათ.
როგორც უკვე ადრე აღვნიშნეთ, ბეთინგის რეკლამირება ბულგარეთში მკაცრად არის აკრძალული, ეს არის ახალი კანონი, რომელიც კრძალავს გემბლინგთან დაკავშირებულ სარეკლამო აქტივობებს, რაც უფრო მეტ პოპულარულობას მატებს მას. კერძოდ, ქვეყნის ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე გამოთქვა ამ კანონის მხარდაჭერის სურვილი.
ლიცენზიის გაცემა ლატვიაში
- ლიცენზიის მაღალი ღირებულება
- ლიცენზიის განახლება უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ
- ასაკობრივი შეზღუდვები
- მენეჯმენტის 50% უნდა იყოს ლატვიის მოქალაქე
- პროგრამული აღჭურვილობის შემოწმება უნდა განხორციელდეს რეგულარულად
1998 წლამდე, ლატვიის აზარტული თამაშების ბაზარი სათანადოდ არ იმართებოდა. ნახევარი ათწლეულის შემდეგ, რამდენიმე საკანონმდებლო სახელმძღვანელო გამოქვეყნდა, რომელშიც მითითებული იყო პოსტ-ფაქტუმ განცხადება და აიძულებდა სამორინეს ოპერატორებს აეღოთ ლიცენზია ან უარი ეთქვათ.
ლიცენზიის მიღების პროცედურა შემდეგნაირი გახდლათ: ლატვიის ლატარიებისა და აზარტული თამაშების ზედამხედველობის ინსპექციაში განაცხადის ჩაბარება, ფიქსირებული 427.000 ევროს გადახდა, ამას გარდა, სხვა ხარჯები დამატებითი უფლებების მისაღებად.
ლატვიის აზარტული თამაშების ლიცენზია აქტიური 1 წლის პერიოდში, რომელის შემდეგადაც ის უნდა განახლდეს. სათამაშო პროგრამის აღჭურვილობა რეგურალურად უნდა შემოწმდეს ევროკავშირის მიერ აკრედიტირებული ორგანოების მიერ. ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ აქციონერების 50% უნდა იყოს ლატვიის მოქალაქეები და ლატვიის კომერციული ბანკის სერვისებით უნდა სარგებლობდნენ.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ 18 წლამდე ასაკის პირებს ონლაინ თამაშის უფლება არა აქვთ. 2006 და 2011 წლებში, გაიცა დამატებითი კანონები, რომლებიც კრძალავდა საერთაშორისო ოპერატორების ლატვიის სათამაშო ბაზარზე შემოსვლას. ამას გარდა, აზარტული თამაშების შემცირების სტრატეგიებიც შემუშავდა. 2014 წელს, ლატვიის ლატარიებისა და აზარტული თამაშების ზედამხედველობის ინსპექციამ აზარტული თამაშების ვებ-გვერდების შავ სიაში დაამატა გარკვეული რაოდენობის დომეინები.
ლიცენზიის გაცემა ესტონეთში
- საჭიროა მინიმუმ 2 ლიცენზია
- მოქმედების ვადა: ულიმიტო
- ლიცენზიის დაბალი ღირებულება
- დაბალი გადასახადი
- ასაკობრივი შეზღუდვები
ესტონეთის მთვრობამ აზარტულ თამაშბზე რეგულაციები 2010 წელს დააწესა, 1 წლით ადრე სანამ საერთაშორისო აზარტული თამაშების ბიზნესებისთვის თავის ბაზარს გახსნიდა. ამ რეგულაციების შედეგად ჩამოყალიბდა სარეგულაციო აქტი (აზარტული თამაშების აქტი) და აზარტული თამაშების გადასახადის აქტი, რომლებშიც ცალსახად მითითებული იყო, რომ აზარტული თამაშების ოპერატორს ესაჭიროება 2 სხვადასხვა ლიცენზია რათა განახორციელოს ლეგალური აზარტული თამაშების ბიზნესის: საქმიანობის ლიცენზია და ონლაინ აზარტული თამაშების ლიცენზია.
პირველი აუცილებელი ლიცენზია არის საქმიანობის ლიცენზია (47 933,73 ევრო), რომელიც შეიქმნა აუდიტორული კომპანიების შიდა პრაქტიკებისთვის, და აღმოაჩინა აზარტული თამაშების აქტის შესაბამისი ხარვეზები და ჩვარდნები, ასეთების არსებობის შემთხვევაში. საქმიანობის ლიცენზია გაიცემა შეუზღუდავი ვადით.
მეორე ტიპის ლიცენზია არის ონლაინ გეიმინგის ლიცენზია. ეს განიხილავს კომპანიის საგადასახადო ისტორიას და პერსონალს. მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება 20 წლით და მისი აღება შესაძლებელია ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო საბჭოს მეშვეობით. დისტანციურად თამაშის გადასახადი ესტონეთში 5% -ს შეადგენს.
კაზინო ოპერატორები (შეიძლება იყვნენ როგორც საჯარო ისე კერძო კომპანიები) ვალდებულები არიან ჰქონდეთ მინიმუმ 1 მილიონ ევროს ოდენობის კაპიტალი და ჰქონდეთ როგორც საქმიანობის ლიცენზია და ოპერაციული ნებართვა. როდესაც ლიცენზიის მფლობელს ორივე ლიცენზია ხელთ ექნება, მას უფლება აქვს განახორციელოს ერთ-ერთი შემდეგი საქმიანობა – აზარტული თამაშები, უნარ-ჩვევების თამაშები ან ტოტო.
დაშვებულია შემდეგი აზარტული თამაშები, მაგრამ მაინც საჭიროებს მარეგულირებლის თანხმობას: სპორტული ტოტალიზატორი, დოღი, პოკერი, სამორინე, ბინგო და ლატარეა (სახელმწიფო მონოპოლია).
2011 წლიდან დაწყებული, ინვესტორებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, ესტონეთის მთვრობამ ადგილობრივი შეზღუდვა მოხსნა მხოლოდ სერვერზე, რაც საერთაშორისო ვებ-ჰოსტინგის საშუალებას იძლევა.
ასაკის შეზღუდვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ესტონეთში. აზარტული თამაშებით თამაში დაშვებულია იმ პირთათვის ვინ მიაღწია 16 წელს (ლატარეა) ან 18 წელს (ტოტო). სხვა დანარჩენი აკრძალულია 21 წლამდე ასაკის პირთათვის.
ლიცენზიის გაცემა ლიტვაში
- დაშვებულია აზარტული თამაშის ნებისმიერი ფორმა
- დიდი სათამაშო დაწესებულება
- საშუალო სიდიდის გადასახადი
- მკაცრი იურისდიქცია
- არანაციონალიზირებული ლატარეა
მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად არსებული აზარტული თამაშები ლიტვაში ლეგალურია, მას შემდეგ, რაც 2001 წელს აზარტული თამაშების კანონპროექტი გავიდა, 2016 წლის იანვრიდან არალიცენზირებული ონლაინ თამაშის ფორმები უკანონო გახდა. სანქციები დააკისრეს უცხოელ ოპერატორებს, რომლებიც ლიტვის გავლით ორგანიზებას უწევდნენ დისტანციურ თამაშებს.
სათამაშო კონტროლის ორგანო მონიტორინგს უწევს ადგილობრივ კანონებთან, რეგულაციებთან და პოლიტიკასთან შესაბამისობას, რაც უზრუნველყოფს ლიტვის სათამაშო ბაზრის უკანონო შეთავაზებებისაგან და უკონტროლო აზარტული თამაშებისგან მომხმარებელთა დაცვას, თავიდან არიდებს მათ იძულებით და აწასრულწლოვანთათვის განკუთვნილ თამაშებს.
უცხოური აზარტული თამაშების ევბ-გვერდები, რომელთა მიზნობრივი ბაზარიც არის ლიტვის მოსახლეობა დიდი ალბათობით დაიბლოკებიან თუ მათ არ ექნებათ შესაბამისი ლიცენზია, ფიზიკური ოფისი ქვეყანაში, ან ბიზნეს პარტნიორობა ადგილობრივი აზარტული თამაშების ოპერატორთან.
ინტერნეტში გაშვებამდე ლიტვური კომპანია დარეგისტრირებული უნდა იყოს. ლიცენზირებული აზარტული თამაშების ბრენდები, რომლებსაც სურთ, რომ ლიტვაში ახორციელონ თავიანთი საქმიანობა, 1.7 მილიონი ევროს მოცულობის კაპიტალი უნდა გააჩნდეს.
ლიტვის რესპუბლიკის აზარტული თამაშების კონტროლის ორგანომ გააკეთა განცხადება, რომ ადრე არსებული არალეგალური სამორინეს ოპერატორების დაბლოკვის გარდა, დამატებით სხვა ღონისძიებებსაც მიიღებს პოტენციური კანონდამრღვევების მიმართ.
ლიცენზიის მიღების შემდეგ, შემდეგი აქტივობების განხორციელება არის შესაძლებელი: სამაგიდო თამაშები, ტოტალიზატორი, ფსონების დადება, ლატარეა, ბინგო, აპარატის თამაშები.
აღნიშვნის ღირსი არის ის ფაქტიც, რომ ლატარეაზე დაწესებულია 5%-იანი გადასახადი. ბინგოს, ტოტალიზატორისა და ფონის დადების შემთხვევაში, გადასახადი შეადგენს 15%-ს.
ლიცენზიის გაცემა პოლონეთში
- ფიზიკური ტიპის აზარტული თამაშები ლეგალურია, ონლაინ პოკერისა და სამორინეს გარდა
- ლიცენზია მოქმედების ვადა არის 6 წელი
- საშუალო სიდიდის გადასახადი
- აზარტული თამაშების ბაზარი არ არის პრივატიზებული
- ნელი სამართლებრივი პროცესები
აზარტული თამაშები არ რეგულირდებოდა აზარტული თამაშების შესახებ აქტის შემოღებამდე, რამაც პოლონეთში ფიზიკურად არსებული სამორინეების ოპერატორებზე ლიმიტების დადება გამოიწვია და ადგილობრივი ელექტრონული აზარტული თამაშების ნებისმიერი ფორმა კანონგარეშედ გამოაცხადა.
შემდგომში დიდი რაოდენობით დავა წარმოიშვა. პოლონეთში არსებული ელექტრონული ფსონის დადება ლეგალური გახდა აზარტული თამაშების შესახებ აქტის ხელმოწერის შემდეგ, 2011 წლის 30 ივნისიდან, თუმცა ონლაინ პოკერი ჯერ კიდევ არის აკრძალული.
2011 წელს, ზემოთ ხსენებულ აქტში შესწორების შეტანის შემდეგ, ევროკავშირში არსებული ელექტრონული სამორინეების მფლობელთათვის სიტუაცია მკვეთრად გამარტივდა.
მოკლე ხანში, მას შემდეგ რაც ევროკავშირის გავლენიანმა პირებმა გამოთქვეს უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ წევრ ქვეყნებს შორის საქონლისა და სერვისის მოძრაობა არასაკმარისად იყო თავისუფალი, ხელი მოეწერა რიგ რეგულაციებს, რომლებმაც მკვეთრად გაამარტივეს პროცესი. მათ უფლება მისცეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განეხორციელებინათ აზარტულ ბიზნესთან დაკავშირებული ოპერაციები პოლონეთში, რომლის წინაპირობაც იყო ფიზიკური ფილიალის არსებობა და მინიმუმ 1 პოლონურად მოსაუბრე ბიზნეს პარტნიორი.
სპორტული ფსონის დადება ჯერ კიდევ იბეგრება 12%-ით, და ასეთი ტიპის აქტივობისთვის ლიცენზია გაიცემა 6 წლის ვადით მხოლოდ პოლონეთში დაარსებული კომპანიებისთვის.
ლიცენზიის გაცემა ბულგარეთში
- ყოვლისმომცველი ლიცენზია, რომელიც მოიცავს ყველა სახის აზარტულ თამაშს
- რეგულარული სათამაშო პროგრამული შემოწმება
- რეკლამირება მკაცრად რეგულირდება
- არალიცენზირებული ვებ-გვერდები ხვდება შავ სიაში
- მაღალი გადასახადები
ზემოთ ხსენებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ბულგარეთი არ აბრკოლებს სამორინეს ოპერაციებს (როგორც ადგილობრივს, ისე უცხოურს). დღეის მდგომარეობით, ბულგარეთში მიესალმებიან ფიზიკური და ელექტრონული ტიპის სამორინეებს.
ბულგარეთში ელექტრონული სამორინეს სათამაშო სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, 2008 წლიდან ის რეგულირდება ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში (იხ. ბულგარეთის აზარტული თამაშების სამართალი). ბულგარეთის აზარტული თამაშების შესახებ კანონი აფასებს განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას, არეგულირებს სალიცენზიო ავტორიზაციის პროცედურებს და მიმოიხილავს გადასახადებს.
ბულგარეთში ელექტრონულ სამორინესთან დაკავშირებული გადასახადი შეადგენს 15%-ს. წლების შემდეგ, მთავრობამ მიაგნო ახალ გზას თუ როგორ შეემცირებინა არაეფექტურობა საგადასახადო სისტემაში, რაც გამოიხატა ბულგარეთის აზარტული თამაშების რეფორმის კანონპროექტის შემოღებით. მას უნდა დაერეგულირებინა გადასახადებთან დაკავშირებული სერვისები.
ერთჯერადი გადასახდელი თანხა შეადგენს 100.000 ბულგარულ ლევს (50 ევრო), ამას გარდა დაწესდა გადასახადი მთლიან შემოსავალზე ბრუნვის ნაცვლად.
ლიცენზიის გაცემის წესების წარდგენა მოხდა 2012 წელს, რათა აზარტული თამაშების შესახებ კანონთან ყოფილიყო შესაბამისობაში, რამაც მყისიერი სამართლებრივი ცვლილებება იქონია. ყოვლისმომცველი ლიცენზია ბულგარეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური ბიზნესის მართვის წინაპირობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ულიცენზიო ელექტრონული სამორინე შავ სიაში იქნება მოხვედრილი.
სათამაშო აქტივობები შეიძლება ჩატარდეს ბულგარეთში ან ევროკავშირში დაარსებული კომპანიების მიერ, თუმცა მიუხედავად ამისა აზარტული თამაშების პროგრამის რეგულარული შემოწმება გარდაუვალია.
აზარტული თამაშების რამდენიმე სახეობა ჯერ კიდევ ნებადართულია, მათ შორის სპორტული ტოტალიზატორი, დოღი, პოკერი, სამორინე, ბინგო და ლატარეა. 2014 წლამდე, ონალინ პოკერით არ ინტერესდებოდნენ. მას შემდეგ რაც მან სამართლებრივი სტატუსი მიიღო, ელექტრონული სამორინეც ჩამოყალიბდა. ქვეყნის მასშტაბით, ბულგარელ მოთამაშეებს უფლება ჰქონდათ თავისუფლად ეთამაშათ ონლაინ პოკერი, შეჯიბრებოდნენ ევროკავშირში მდებარე მოთამაშეებს.
ასაკის შეზღუდვებს რაც შეეხება, ბულგარეთის აზარტული თამაშების შესახებ კანონის მიხედვით, 18 წლამდე პირებს არ აქვთ უფლება გაერთონ აზარტული თამაშებით.
როდესაც საქმე ეხება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ სარეკლამო აქციებს, მკაცრი წესები ვრცელდება რეკლამის მოცულობისა და გავრცელებაზე. როგორც შეიძლება ველოდოთ, მთელი პროცესი ცოტა უფრო რთულია, ვიდრე რეალურად ჟღერს. სარეკლამო არხების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და მხოლოდ ლიცენზირებული კაზინოს ოპერატორებს შეუძლიათ გაზარდონ მისი მიღწევადობა სარეკლამო სივრცის კარგ ფასში პოვნის გზით.
ეს არის პირველი ნაწილის დასასრული. მეორე ნაწილი ეძღვნება ლიცენზიის გაცემას რუმინეთში, სერბეთში, მონტენეგროსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში.