როგორც ყველაზე მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყანას, ჩინეთს შეუძლია მიიღოს მეტი შემოასვალი გემბლინგის ქვეყნის შიგნით რეგულირების მეშვეობით. ამჟამად, ლეგალური გემბლინგი ჩინეთში მონოპოლიზირებული არის მთავრობის მიერ და მხოლოდ ეროვნული ლატარეა, მაჰჯონგი და ცხენების დოღი არის ლეგალიზებული ქვეყნის შიგნით, მაშინ როდესაც სხვა დანარჩენი ონლაინ გემბლინგი სასტიკად არის აკრძალული.
ამ მიზეზით, ჩინეთიდან მიემგზავრებიან მაკაუში, სადაც ონლაინ გემბლინგი არის აკრძალული, თუმცა ლეგალიზებული არის კაზინოები. მიუხედავად იმისა, რომ მაკაუ სრულად არ არის ხელმისაწვდომი ჩინეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც შემოსავლის მიღების მხრივ საკმაოდ დაბალ პოზიციაზე იმყოფებიან. ამიტომაც, მათ მიმართეს სხვა საშუალებასა და ადგილებს, რის გამოც გემბლინგის ზრდა შენელდა ფილიპინებში გაიზარდა ონლაინ გემბლინგის პოპულარულობა.
კერძოდ, მაშინ როდესაც ჩინეთი კრძალავს ყველა სახის ონლაინ გემბლინგს, ფილიპინებმა გაშლილი ხელებით მიიღეს კაზინოს მოთამაშეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რამაც ბეიჯინგი იძულებული გახადა მოეხდინა რეაგირება და გადააფიქრებინა ფილიპინებს მიეცათ ჩინელი მოქალაქეებისთვის ფილიპინების მიერ რეგულირებული ონლაინ კაზინოს ოფშორულ გემბლინგში მონაწილეობის მიღება და ასევე შეეწყვიტათ ჩინეთის მოქალქეების სამსახურებში აყვანა, მიზეზად კი მოიყვანა ის, რომ ფილიპინების გეიმინგ კომპანიები ჩინელ მოქალაქეებს „თანამედროვე მონობისკენ“ უბიძგებს.
როდესაც საქმე ეხება, ზოგადად, ფილიპინებს, ის მიჩნეული არის ყველაზე შემოსავლიან ბაზრად აზიაში. მათ გააჩნიათ ორი გემბლინგ ზონა, რომელთა შორის ერთ-ერთი რეგულირდება სამთავრობო ორგანიზაციის, RAGCOR, მიერ, რომელიც მეთვალყურეობს ბინგოს, ტოტალიზატორს, ფაქტიურ და ონლაინ კაზინოს, მაშინ როდესაც მეორე გახლავთ Cagayan Freeport სპეციალური ეკონომიკური ზონა.
კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, ინდოეთმა განიცადა ყველაზე დიდი ონლაინ გემბლინგის ბაზრის ზრდა. მაშინ როდესაც მხოლოდ ცხენების დოღი და ლატარეა არის ლეგალიზებული ქვეყანაში, ონლაინ გემბლინგი არის ნაცრისფერ ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინ როდესაც ის სრულად არის ლეგალიზებული, ის ასევე არალეგალურიც არ არის.
რაც უფრო მეტი ადამიანი იღებს წვდომას ინტერნეტზე ინდოეთში, ონლაინ გემბლინგი საკმაოდ ვრცლად გავრცელდა, და ჩინეთისგან განსხვავებით, ინდოეთს ბევრი არაფერი გაუკეთებია ოფშორული გემბლინგის აკრძალვის მიზნით, ამიტომაც ქვეყნის მაცხოვრებლების უმრავლესობა გამუდმებით დებს ფსონს კრიკეტზე ან ერთობა ონლაინ კაზინოს თამაშებით უცხოურ ვებ-გვერდებზე.
ინდოეთის მხოლოდ ორმა შტატმა შემოიღო ახალი კანონმდებლობა, რომელიც ონლაინ გემბლინგთან არის დაკავშირებული – მაჰარაშტრა – ონლაინ გემბლინგი იქ აკრძალული არის – და სიკკიმი, სადაც მთავრობა გასცემს ლიცენზიებს ოპერატორებისთვის, რომელთაც შტატის ფარგლებში სურთ ოპერირება.
სხვა ქვეყნებში, მდგომარეობა უფრო რთულად არის, როდესაც საქმე ეხება ონლაინ გემბლინგს. ისლამურ ქვეყნებში როგორიც არის ბანგლადეში, პაკისტანი, ქუვეითი, კატარი, და სხვა, გემბლინგი რელიგიით სასტიკად არის აკრძალული.
სხვა ქვეყნებში, როგორიც არის სამხრეთ კორეა, ვიეტნამი და იაპონია, გემბლინგი რეგულირება მკაცრი კანონებით და მისი მხოლოდ რამდენიმე ფორმა არის ნებადართული, როგორიც არის ლატარეა ვიეტნამში, ან ცხენების დოღი, ლატარეა და ტოტალიზატორი სამხრეთ კორეაში.
საერთო ჯამში, ონლაინ გემბლინგი აზიაში ჯერ კიდევ საწყის სტადიაზეა და წლებია საჭირო იმისათვის, რათა მომწიფდეს. მაშინ როდესაც ისლამურ ქვეყნებში მდგომარეობა შესაძლოა არ შეიცვალოს რელიგიის და არა სამთავრობო შეზღუდვების გამო, სხვა ქვეყნები პირველ ნაბიჯებს დგამენ ონლაინ რეგულირების საკითხებში.
ვიმედოვნოთ, რომ ფილიპინების მუდმივად ზრდადი მრავალ მილიარდიანი ბაზარი შეძლებს ჩინეთის გადარწმუნებას და შემოიღებს ახალ კანონმდებლობას, რომელიც დაარეგულირებს ონლაინ გემბლინგს ქვეყნის შიგნით და გადაარჩენს ქვეყანას ყოველწლიურად მილიონობით დოლარის დაკარგვისაგან, რაც გამოწვეული არის მათი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ალტერნატივის ძიებით.