CRM
SoftGamings მომხმარებელს, ასევე სთავაზობს CRM სერვისებს B2B პარტნიორებისათვის, რაც მიზნად ისახავს მოთამაშესთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ლოალურობის გაზრდასა და გრძელვადიანი კავშირის ჩამოყალიბებას. ჩვენი მოწინავე CRM სისტემა მოთამაშეების სხვადასხვა დონეებად სეგმენტაციის უფლებას იძლევა, ავლენს და ზომავს სამორინეს მოთამაშის განვითარების შესაძლებლობებს, ინახავს მოთამაშის კონტაქტებსა და აჩვენებს კომუნიკაციის ისტორიას.
თქვენ შეგიძლიათ მენეჯერები მიუჩინოთ კონკრეტულ მოთამაშეს და დანიშნოთ შემდეგი კონტაქტის თარიღი. ზედამხედველებს შეუძლიათ დაათვალიერონ კონკრეტული კლიენტის მენეჯერის საკონტაქტო ისტორია და ნახონ თუ რამდენი ვადაგადაცილებული კონტაქტი გააჩნია ამა თუ იმ კლიენტის მენეჯერს.
შესაძლებელია ასევე სხვა CRM სისტემასთან ინტეგრაციაც, ისეთის როგორიც არის SugarCRM.