ბანკინგი

SoftGamings-ის ბანკინგის სერვისები არის უხარვეზო გადაწყვეტა ნებისმიერი ელექტრონული სამორინეს ოპერატორისათვის. ჩვენი პროფესიონალთა დახმარებით, თქვენ არ მოგიწევთ ბიზნესის იურიდიულ მხარეზე ფიქრი.

გაიგეთ მეტი ელექტრონული აზარტული თამაშების ბიზნესის ბანკინგის შესახებ

ელექტრონული აზარტული თამაშების ბიზნესისთვის, თქვენ დაგჭირდებათ 2 ანგარიში:

  • პროცესინგის ანგარიში
  • ბანკის ანგარიში

პროცესინგის ანგარიში, იგივე მერჩანტის ანგარიში, გამოიყენება თქვენი მომხმარებლების ოპერაციების სამართავად – მოგებები, წაგებები, თანხის გატანები და ა.შ. ამ ანგარიშის გამოყენება არ არის შესაძლებელი თქვენი კომპანიის ფინანსური ოპერაციების ჩასატარებლად.

როგორ დაგეხმარებით?

  • ჩვენ ვხსნით MasterCard-სა და Visa-ს ანგარიშებს და ვთავაზობთ ალტერნატიულ გადახდის სისტემებს
  • ჩვენ ასევე ვეხმარებით DD პროცედურების წარმართვაში – კითხვარების შევსება, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და DD მოთხოვნილებების ახსნა
  • ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე PSP პროვაიდერთან, რომლებასც გააჩნიათ აზარტული თამაშების ბიზნესებისთვის საჭირო პროცესინგის ანგარიშის გახსნის მხარდაჭერა

ბანკის ანგარიში, იგივე ანგარიშსწორების ანგარიში, გამოიყენება კომპანიის ფინანსური ტრანზაქციების სამართავად.

ძირითადად, ის ოპერატორები, რომლებიც ცდილობენ, რომ დამოუკიდებლად დაიწყონ ბიზნესი, ბევრ სამართლებრივ პრობლემას აწყდება, მათ შორის ბანკის ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს კი იმის გამო ხდება, რომ არც ისე ბევრი ბანკი თანამშრომლობს აზარტული თამაშების ბიზნესებთან, რადგან ასეთი ბიზნესები მაღალი რისკის შემცველად არის აღიარებული.

როგორ დაგეხმარებით?

  • ჩვენ გაგვაჩნია უახლესი ინფორმაცია ინდუსტრიის სამართლებრივი რეგულაციებისა ბანკის მოთხოვნების შესახებ
  • ჩვენ ვთანამშრომლობთ სანდო ბანკებთან მრავალი წელია და მუდმივად ვანახლებთ ასეთი ბანკების სიას
  • ჩვენ ვიცით ყველა საფეხური, რომელიც დაკავშირებული არის თქვენი ბანკის ანგარიშის გახსნასთან, მათ შორის საჭირო დოკუმენტაციის შევსება და იმაში დარწმუნება, რომ პროცესი სწრაფად და ხარვეზის გარეშე მიმდინარეობს

რას მიიღებთ?

როგორ დაგეხმარებით?

  • Swift კოდი & ანგარიშის ნომერი
  • საკრედიტო ბარათის ანგარიშსწორება, ელ. საფულით ანგარიშსწორება
  • ბანკის ანგარიში სანდო ბანკში
  • მულტისავალუტო
  • ინტერნეტ ბანკინგი
  • მერჩანტის სერვისების შესაძლებლობების მიღება
  • სწრაფი გადახდები

ჩვენს მომხმარებლებს ვეხმარებით პროცედურის პირველივე ნაბიჯიდან. თქვენ არ მოგიწევთ დახარჯოთ დრო სამართლებრივ საკითხებზე და შეძლებთ ყურადღების კონცენტრირებას თქვენს ბიზნესზე.